18:35 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 17:11:18, 2486 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი: უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ყოველდღიურ შრომას განვაგრძობთ

“უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ყოველდღიურ შრომას განვაგრძობთ”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ჩვენ ყოველდღიური შრომა გვიწევს და მომავალშიც გავწევთ იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი ჩვენს მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ. მესამე თაობის ბიომეტრიული პასპორტი შემოვიღეთ ჩვენ ორი წლის წინ. მეოთხე თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს. უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით ბრძოლა მათ შორის საკანონდებლო დონეზე მიმდინარეობს და თქვენს წინაშეა პროცედურული გამკაცრების პაკეტი და მიხარია, რომ დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერა ექნება. გვარის შესახებ პროცედურების გამკაცრებისთვის ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა, რადგან ამან ჩვენ უვიზო რეჟიმის შენარჩუნების საკითხში საქმე გაგვიადვილა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics