|
2017-07-31 12:32:22, 884 ნახვა
სამხედრო
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. კონცერტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ სახის ღონისძიებები მრავალეროვნულ სწავლებაში ჩართული სამხედროების დამეგობრებას ხელს შეუწყობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული ქართველი და უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები - ოთო ნემსაძე, სოფო ბედია, ნუცა ბუზალაძე, ასევე ხალხური ანსამბლის - „არსიანის“ წევრები წარსდგნენ. მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური, ხოლო ანსამბლის წევრებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენშტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები - შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დღეს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა და 12 აგვისტოს დასრულდება. სწავლებაში, რომელსაც საქართველო მესამედ მასპინძლობს, ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. „ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, სამხედრო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)