|
2017-07-28 13:36:37, 2576 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დავით ცაავა: დიდი იმედი მაქვს, საქართველოში მიწას ფასი არასდროს დაეკარგება
ბაზისბანკის გენერალური დირექტორის დავით ცაავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, მიწა იყოს ლიკვიდური და არსებობდეს პოტენციური ბაზარი მყიდველებისა. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზისბანკი ძალიან აქტიურადაა ჩართული აგრობიზნესის დაფინანსებაში და მათ მიზანს წარმოადგენს, მომავალში აგრომიმართულებით პორტფელი გაზარდონ. „მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, საბანკო ასოციაცია არის აღნიშნულ მოლაპარაკებებში ჩართული. მნიშვნელოვანია, რომ მიწის თემაზე ლიკვიდობის საკითხი იყოს მაღალი, ვინაიდან ჩვენი ბანკი ძალიან აქტიურადაა ჩართული აგრობიზნესის დაფინანსებაში და ჩვენს მიზანს წარმოადგენს, რომ მომავალში გავზარდოთ ჩვენი პორტფელი აგრომიმართულებით. შესაბამისად, ის, რომ მიწა იყოს ლიკვიდური და შესაბამისად, არსებობდეს პოტენციური ბაზარი მყიდველებისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, გარკვეული დაზუსტებები იქნება. შესაბამისად, საბანკო სექტორიც შეძლებს, რომ ხელი შეუწყოს აგრობიზნესის განვითარებას. დღეს არ არის საუბარი იმაზე, რომ უზრუნველყოფაში ჩადებაზე იქნება ლაპარაკი. აქ არის საკუთრების უფლებაზე, რაც შესაძლებელია დარეგულირდეს ისე, რომ ამან არ შეაფერხოს აგრობიზნესის დაკრედიტება. დიდი იმედი მაქვს, საქართველოში მიწას ფასი არასდროს დაეკარგება, ვინაიდან მოგეხსენებათ ქვეყანა არ არის დიდი, შესაბამისად, ღირებულება მიწას ყოველთვის ექნება“,-აღნიშნა დავით ცაავამ. შეგახსენებთ, 2017 წლის 26 ივნისს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)