|
2017-07-27 12:23:28, 2499 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევამ“ ელიავას ბაზრობისთვის მიყენებული ზარალი აანაზღაურა
2 ივლისს, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად შპს "გუჯუჯისთვისთვის" მიყენებული ზარალი, თიბისი დაზღვევამ აანაზღაურა. ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 850 კვ.მ ფართზე განლაგებული 30-მდე მაღაზია, რომელიც შპს. „გუჯუჯს" ეკუთვნოდა, თიბისი დაზღვევაში იყო დაზღვეული. კომპანიას დაზღვეული ჰქონდა როგორც ქონება, ისე ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის რისკიც, ამიტომ დაზარალებულს მიყენებული ზარალი მაქსიმალურად აუნაზღაურდა და ანაზღაურების მოცულობამ 52 170 ლარი შეადგინა. შპს „გუჯუჯის" დაზიანებული შენობის კონსტრუქციული ელემენტების აღდგენის სამუშაოების განხორციელება უკვე დაიწყო და ის სავარაუდოდ 2 კვირაში დასრულდება. შეგახსენებთ, თიბისი დაზღვევაში ქონების დაზღვევისას, ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ შენობის კონსტრუქციის, რემონტის და მარაგების დაზღვევა ერთად ან ცალ-ცალკე. ასევე შესაძლებელია საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევაც. ეს იმ ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს, რაც კომპანიას ქონების განადგურების გამო, საქმიანობის იძულებით შეწყვეტის შედეგად შეიძლება მიადგეს.
(R)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)