|
2017-07-27 11:56:52, 2475 ნახვა
სამართალი
პატრულ-ინსპექტორთა მომზადების ახალი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
შსს-ს აკადემიაში პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ჯგუფის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე ხვადაგიანი დაესწრნენ. მათ პროგრამის პირველი ჯგუფის მონაწილეებს კურსის დასრულება მიულოცეს და სერთიფიკატები გადასცეს. პატრულ-ინსპექტორთა მომზადების განახლებული პროგრამა თანამედროვე პოლიციურ სისტემაში არსებულ მიდგომებსა და სტანდარტებზეა დაფუძნებული. სამთვიანი კურსი საპატრულო პოლიციის მომავალი თანამშრომლებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარებით გაღრმავებაზეა ორიენტირებული. ახალი პროგრამის მიხედვით, უპირატესობა ინტენსიურ ფიზიკურ, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას ენიჭება. კურსის მონაწილეებმა აკადემიის მიერ შემუშავებული, რეალურ სიტუაციებზე აგებული მაგალითების მეშვეობით სათანადო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. პროგრამის მიზანია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ახალი კადრების მომზადება, მათთვის საბაზისო ცოდნის მიღება და პატრულ-ინსპექტორისთვის პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)