14:12 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 11:41:03, 2251 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება მიუღებელია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარს (52%) სმენია იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც,  7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა.

 მოქალაქეთა უმრავლესობისთვის (59%) მიუღებელია ქალაქისა და თემის  მუნიციპალიტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც მათ ერთი უწყება უხელმძღვანელებს. მხოლოდ 16 % უჭერს მხარს  ამ სიახლეს. მოსახლეობის 45%-ის აზრით, ამ ცვლილებებს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე,11%-ს კი სჯერა, რომ გავლენა პოზიტიური იქნება.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

მეორე ნაწილს კი საზოგადოებას ხვალ გააცნობენ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics