12:06 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 17:38:36, 2690 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქმა თეთრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება სამჯერ მიიღო

„პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება შორენა თეთრუაშვილის გათავისუფლების შესახებ, თუმცა მასთან მივიდნენ მეუფე იაკობი და სხვა მეუფეები და დაარწმუნეს, რომ ის თანამდებობაზე დაეტოვებინა“,-ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

„სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამჯერ მიიღო პატრიარქმა არათუ ერთხელ. თუმცა გარკვეული გარკვეული მეუფეების ჩარევის შემდეგ პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა“, - აღნიშნა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ  „დადასტურებული ფაქტია, შორენა თეთრუაშვილი ინტრიგების  დიდოსტატია და ამის გამო ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა სურვილი, ის საპატრიარქოს საქმიანობას ჩამოშორებოდა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics