|
2017-07-25 12:18:03, 2421 ნახვა
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სპირტის კონტრაბანდის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - ეთილის სპირტის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ორგანიზებით, 2017 წლის 16 ივლისს, საქართველოში იმპორტის რეჟიმით შემოვიდა დაახლოებით 28 000 ლიტრი ეთილის სპირტი. „სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლისა და გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა შემოტანილი სპირტი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს. რეექსპორტის განხორციელების ნაცვლად, მათ იმპორტირებული სპირტი, მალულად, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში განთავსებულ ავზებში გადაიტანეს, რათა შემდგომში მისი უკანონო რეალიზაცია მოეხდინათ. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით იმპორტირებული 28 000 ლიტრი ეთილის სპირტი და მისი გადატანისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, უკანონოდ იმპორტირებულისპირტის საბაზრო ღირებულება 347 388 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ვადით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)