|
2018-04-16 17:10:14, 2553 ნახვა
სამართალი
შსს-ს ლიტვის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე, რიმანტას ბობინასი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის, გენერალური ინსპექციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან. რიმანტას ბობინასი მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრებზე მხარეებმა სამინისტროში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები, მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სტუმარმა ქართველ სამართალდამცველებს ლიტვის ეროვნული პოლიციის სისტემის შესახებ გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო უწყებებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამართალდაცვით სფეროში ევროპის გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)