|
2017-07-24 14:48:16, 2663 ნახვა
ეკონომიკა
საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების თაობაზე, ფინანსთა სამინისტროს ღია კარის დღეები გრძელდება
24 ივლისს საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, დღეს ფინანსთა სამინისტროში მორიგი შეხვედრა ტარდება. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ ღია კარის დღეები უფასოა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, კიდევ ორ დღეს - 26 და 28 ივლისს, 18:30 საათზე გაიმართება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გადამხდელების ინფორმირების მიზნით ღია კარის დღეების გამართვა ეფექტური მექანიზმია. მისი თქმით, ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელებულია, სწორად იქნება გადასახადის გადამხდელამდე მიტანილი. ღია კარის დღეებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე: http://sms.dev.fas.ge/register
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)