12:12 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 12:13:03, 2223 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: ამ ქვეყანაში ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება,თუმცა მათ ვაცნობეთ, რომ ადგილი შეეცვალათ, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ორი აქცია

 „ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში ყველას აქვს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ ან ადგილი შეეცვალათ, ან დრო, რათა ორი აქცია ერთმანეთს არ დამთხვეოდა“,-ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია  დღეს აღმაშენებლის გამზირზე   „ევროპული საქართველოს“ და „ქართველთა მარშის“ მიერ დაანონსებულ აქციებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ერთდროულად იყო ორივე აქცია დანიშნული, მეორე აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ჩვენ ვაცნობეთ რომ  ამ დროს, ამ ადგილას, ზუსტად იყო დაგეგმილი სხვა აქცია. ყველას აქვს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქალაქში და ამ ქვეყანში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილას, იგივე დროს დანიშნული იყო აქცია და ან დრო შეეცვალათ, ან ადგილი შეეცვალათ, რათა ერთმანეთს არ დამთხეოდა ეს ორი აქცია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, დღეს აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია „ევროპული საქართველო“ აქცია-მსვლელობას „არა რუსულ ფაშიზმას“  გამართავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics