|
2017-07-22 15:40:28, 3636 ნახვა
მსოფლიო
ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ. აგრეთვე, ქვეყანა არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების წევრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის წევრი წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები“, - ნათქვამია საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში. საქართველოს აღნიშნულ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ისლანდიის საემიგრაციო სამსახურში თავშესაფრის თხოვნის შემთხვევაში, ქართველ ემიგრანტს შედარებით ნაკლები პრიორიტეტი მიენიჭება განსხვავებით ნაკლებად დაცული ქვეყნებისგან, საიდანაც ადამიანები გარკვეული უფლებების დარღვევის გამო წამოვიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)