|
2015-04-23 12:28:02, 927 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს
„ლიბერთი ბანკი“ მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს. „ლიბერთი ბანკის“ მობილ ბანკში მინიმუმ ერთი ტრანზაქციის განხორციელებით, ყოველი მე- 5,000 ტრანზაქციის ავტორი iPhone 6 ან Samsung Galaxy S6 მფლობელი ხდება. გამარჯვებულს თავად შეუძლია სასურველი საჩუქრის არჩევა. აქცია ძალაშია 22 აპრილიდან და მოქმედებს „ლიბერთი ბანკის“ ყველა მომხმარებლისთვის. აქციაში ავტომატურად მონაწილეობს მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ ერთ ტრანზაქციას შეასრულებს მობილ ბანკის გამოყენებით. მობილ ბანკის გააქტიურება და აპლიკაციით სარგებლობა უფასოა ყველა მომხმარებლისთვის. მომხმარებლებს, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ინტერნეტ ბანკი, მარტივად შეუძლიათ ჩამოტვირთონ მობილ ბანკის აპლიკაცია App Store -დან ან Google Play Store-დან. აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android სისტემის სმარტფონებისთვის. დამატებითი დეტალები მოცემულია ვებ გვერდზე www.LibertyBank.ge/mobile მათ, ვისაც ჯერ არ აქვთ ჩართული ინტერნეტ ან მობილ ბანკი, შეუძლიათ ეწვიონ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს და უფასოდ გაიაქტიურონ ეს სერვისი. „ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ინტერნეტ და მობილ ბანკის გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, გადარიცხოს თანხა საქართველოში ან საზღვარგარეთ, მიიღოს ან გააგზავნოს საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილები, გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, დაფაროს სესხი, გახსნას ანაბარი და ა.შ.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)