|
2017-07-21 20:11:12, 2953 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დღეს სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში სლოვაკეთის „ექსიმ ბანკ“-ის გენერალური დირექტორი დუშან კეკეტიც შედის. როგორც შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოსა და სლოვაკეთს წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გიორგი ჩერქეზიშვილმა და დუშან კეკეტმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს ვაჭრობის, ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა სფეროებში. სლოვაკურმა მხარემ სლოვაკეთის მთავრობისა და „ექსიმ ბანკ“-ის მხარდაჭერით მზადყოფნა გამოხატა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სლოვაკეთის ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა და საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძე.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)