|
2017-07-19 20:54:48, 2903 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე პეტრო პოროშენკოს ბათუმის აეროპორტში დახვდა
ბათუმს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და უკრაინის დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია. მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დახვდა. დღესვე, უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ბათუმში გამართულ აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით კი, პეტრო პოროშენკომ და ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართეს შეხვედრა. უკრაინის პრეზიდენტი ბათუმიდან დღეს გაემგზავრება. უკრაინის დელეგაციას წარმოადგენდნენ : უკრაინის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ვიცე პრემიერ-მინისტრი კლიმპუშ ცინცაძე ივანა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვოლოდიმირ ომელიანი, საგარეო პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი იჰორ ჟოვკა, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მიხაილო ტიტარჩუკი, ხვიჩა მეფარიშვილი-უკრაინის პარლამენტის წევრი და საქართველოსთან შიდა საპარლამენტო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)