10:36 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 20:48:01, 2513 ნახვა

საზოგადოება
„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს“ - ქალთა სოლიდარობის მარში დასრულდა

აღმაშენებლის გამზირზე გამზირე ქალთა სოლიდარობის მარში დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა სოციალურ ქსელში გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ მუქარა გააპროტესტეს და აღნიშნული მუქარის ავტორების დასჯა მოითხოვეს.

„ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც თუნდაც ერთი ქალის უფლება დაირღვევა“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მარჯანიშვილის მეტროსთან დასრულდა.

ქალთა სოლიდარობის მარშში ასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში, თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, კომენტარების ავტორთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათ არ დაუწერიათ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics