17:02 - 07 Jul, 2026
|
2017-07-19 12:01:41, 2709 ნახვა
პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. უკრაინის პრეზიდენტს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა რუსეთის რეალურ სახეს ნათლად აღწერს. მისივე თქმით, უკრაინამ და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ოკუპაცია შეჩერდეს. ადგილზე კომენტარი გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველომ და უკრაინამ ერთობლივად უნდა იბრძოლონ. პრეზიდენტები დღეს სოფელ ოძისშიც იმყოფებოდნენ, საიდანაც მიმდებარედ არსებული რუსული სამხედრო ბაზა დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)