|
2017-07-18 21:55:52, 1463 ნახვა
სპეციალური ანონსი
19 ივლისის ანონსი
10:00 საათზე, ლიგამუსში WEG შეხვედრას გამართავს. 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება. 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლე გიორგი ტყავაძის თავმჯდომარეობით, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის წართმევის საქმეზე, მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, ,,ლისი ლეიქ დეველოპმენტი“, სასამართლო სხდომას გამართავს. 12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივი მეწარმეებთან და ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. 12:50 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ერთობლივ პრეზენტაციას გამართავენ. 13:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულულკიანი უხელმძღვანელებს. 13:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდება და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესეხებ ინფორმაციას მიაწოდეს. მის: ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცეტრი -აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი. (კლინიკა ლანცეტის გევრდით) საკ. პირი: სალომე გოგინაშვილი- 558 24 07 70 19:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ, დაიწყება ”ქალთა სოლიდარობის მარში” - უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ტაო-კლარჯეთის მონაცემთა ბაზისა და კატალოგის წარდგენა. 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, მოდის სახლი "თინათინ მაღალაშვილი“ ეროვნული ზაფხულის კოლექციის ჩვენებას გამართავს.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)