|
2017-07-18 19:17:40, 2894 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართა
დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. მოგვიანებით ორივე ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა პანელში მიიღეს მონაწიელობა, სადაც საკუთარი ქვეყნების ეკონომიკური შესაძლებლობებსა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე გაიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის და საპარტნიორო ფონდის პრეზენტაციები. პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა უკრაინის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო, მან აქცენტი გააკეთა საქართველოს ტურიზმისა და სატრანსპორტო შესაძლებლობებზე, ასევე პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პროექტებზე. ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები. საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღეს 120-მდე ქართული და 34 უკრაინული კომპანიის წარმომადგენლებმა. ორი ქვეყნის ბიზნესსექტორს საშუალება ჰქონდათ, პირისპირ გაემართათ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)