|
2017-07-18 16:13:41, 2777 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, წაღებულია პორტატიული სამუშაო კომპიუტერი, რომელშიც სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა. „დღეს დილას, სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისის თანამშრომელს გორის ოფისის კარი გატეხილი და თავად ოფისი გაქურდული დახვდა. წაღებულია ოფისის კუთვნილი ტექნიკა – პორტატიული სამუშაო კომპიუტერი, რომელშიც სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და განმცხადებელს შორის არსებული ურთიერთობა თავისთავად გულისხმობს კონფიდენციალობას. შესაბამისად, კომპიუტერში არსებული მასალის რაიმე სახით გასაჯაროებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს განმცხადებელთა ინტერესები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც ქვემო ქართლია. საქმეში დილიდან ჩართულია პოლიცია, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტები. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)