19:45 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 12:36:29, 2852 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პეტრო პოროშენკო: საქართველოს მიწაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში

„საქართველოს მიწაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო  პოროშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მან გიორგი მარგველაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას გიხდით დაპატიჟებისთვის და სტუმართ-მასპინძლობისთვის. გუშინ, ჩამოსვლის პირველივე წუთიდან გარშემორტყმული ვარ მეგობრებით და ვიმყოფები ძალიან მეგობრულ გარემოცვაში. ჩვენი ქვეყნები იბრძვიან დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ორივე რუსეთის აგრესიის ობიექტია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე განახლდება, რომელიც საქართველო - უკრაინას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ერთობლივი დეკლარაციის  ხელმოწერაში გამოიხატება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics