|
2017-07-18 11:42:05, 2522 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე: ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან პრობლემები აქვს და მარტივად აგვარებს
„ვერ დამისახალებთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან პრობლემები აქვს და მარტივად აგვარებს“,-ამის შესახებ პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, დღეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა ყველა ქვეყანას უჭირს. „ტურბულენტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. მე იმ ასაკში ვარ, როდესაც „ცივი ომის“ დროს რა ხდებოდა ახსოვთ ჩემი თაობის ხალხს. მაშინ მსოფლიოში ასეთი სარისკო ვითარება არ იყო. კრიტიკული მომენტები არ იყო, მაგრამ ზოგადად რაღაც თამაშის წესები მაინც არსებობდა. დღევანდელ მსოფლიოში ეს თითქმის მთლიანად მოშლილია, საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო წესრიგი. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ყველა მთელი საზოგადოება, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, გავუფრთხილდეთ სტაბილურობას. ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ძალიან სახიფათო სამყაროში ვცხოვრობთ, სანამ ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ვიქნებით ამ ტურბულენტურ ვითარებაში“,-განაცხადა აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)