19:44 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 11:17:52, 2577 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება

„თქვენ გერგოთ განსაკუთრებული მისია, წარმოადგინოთ საქართველო და ისაუბროთ საქართველოს სახელით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, საქართველო სტაბილურობისა და აღმავლობის გზაზეა, თუმცა მეორე მხრივ, მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესები ყურადღების მოდუნების საშუალებას არ იძლევა.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური გეზისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვითა და შენარჩუნებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს ქვეყნის ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულებისთვის და აღნიშნა, რომ საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ქვეყნის სტაბილურობით და წარმატებული რეფორმებით.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ, თქვენი უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით, შეძლო შეესრულებინა ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანები. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება. საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობით, წარმატებული რეფორმებით, დემოკრატიული გარდაქმნებითა და ეკონომიკური წინსვლით, რითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ხელისუფლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics