12:25 - 17 Aug, 2026
|
2017-07-15 14:44:20, 4382 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ ქართული მხარე „ურალის ავიახაზებს“ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან კვირაში ოთხი რეისის განხორციელების საშუალებას არ აძლევს. „ეს შეზღუდვა საპასუხო ნაბიჯია, ვინაიდან მაისიდან ქართული მხარე „ურალის ავიახაზებს“ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან კვირაში ოთხი რეისის განხორციელების საშუალებას არ აძლევს“, - აცხადებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში. ამასთან, სამინისტრო ქართულ მხარეს მოუწოდებს, თავისი ვალდებულებები შეასრულოს და „ურალის ავიახაზებს“ აღნიშნული რეისების განხორციელების უფლება მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)