|
2017-07-15 10:45:20, 2942 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე რუმინეთის ელჩს რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ამასთან, მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და ტურიზმის განვითრების საკითხებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ქალაქების კონსტანცასა და ბათუმის დამეგობრებას. ელჩმა მზაობა გამოთქვა რუმინეთის სხვა ქალაქებთან ურთიერთანამშრომლობაზეც. აღნიშნა, რომ რუმინეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები გააჩნიათ. კერძოდ, ბათუმი შეიძლება გახდეს სატრანზიტო კორიდორი ევროპასა და აზიას შორის. ,,ჩვენ ერთად ვქმნით ხიდს, რომლეიც გვაერთიანებს და ერთად მუშაობით შეგვიძლია ვიქცეთ ევროპისთვის აზიასი გსასვლელ ფანჯარად. ჩვენს ქვეყნებს ბევრად მეტი საერთო აქვთ და გაცილებით მეტი ღრმა ურთიერთობებია შესაძლებელი", - აღნიშნა რუმინეთის ელჩმა რადუ ლივიუ ჰორუმბამ. მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას არსებული ინიციატივების განსახორციელებლად. რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა (2014 წლის 3 ივლისი). 2013-2016 წლებში საქართველოში რუმინეთის საელჩო ასრულებდა ნატო-სთან საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას. რუმინეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) საქართველოში მონიტორთა ყველაზე დიდი რიცხი ჰყავს - 27 მონიტორი.
(NS)
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)