|
2017-07-13 21:14:42, 2659 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ განახლდება
ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ მოწმეებს წარმოადგენს პროკურატურა ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე. მათი ვინაობა წინასწარ არ ხმაურდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე დაიკითხნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებსაც პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ჰქონდათ შეხება ბარგის ამოღებასთან და დალუქვასთან, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც ამოიღებს ბრალდებულის ბარგი და ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მამა გიორგი მამალაძის სახლში. დაკითხულია ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბინის მეპატრონე, სადაც პროკურატურისვე ცნობით, დეკანოზი უანგაროდ ცხოვრობდა, ადვოკატები-ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, რომლებმაც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ურჩიეს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა, დაკითხულები არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები და სხვა პირები. საერთო ჯამში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა 120-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს. როგორც პროკურორები ამბობენ, აუცილებლად დაიკითხება საქმეში დაზარალებულად ცნობილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, თუმცა როდის მოხდება მისი დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)