15:51 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 15:03:13, 2488 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ევროკომისართან საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის" ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან/ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში მაროს შევჩოვიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ისეთ სტრატეგიულ დარგში, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება.

მხარეები მიესალმნენ საქართველოს მიერთებას ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროპის საერთო ენერგეტიკულ ბაზართან. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი, ასევე, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებას და ენერგოეფექტურობას.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ სატრანზიტო პოტენციალს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციის კონტექსტში.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics