09:39 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 13:05:00, 2897 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სიმ ბოქსის უკანონოდ განთავსება - გამოყენების ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ობიექტი, სადაც განთავსებული იყო  ელექტრონული მოწყობილობა -  ე.წ. სიმ ბოქსი, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, რომლითაც უკანონოდ ხდებოდა საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარად გარდაქმნა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის წევრებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნით, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს, რითაც მნიშვნელოვნად ზარალდებოდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიები.

მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოს მასშტაბით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ე.წ. სიმ ბოქსის უკანონოდ განთავსება - გამოყენების ათეულობით ფაქტი. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  185-ე და 192-ე მუხლებით.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics