15:37 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 09:28:42, 2549 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს.

როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, სანამ ის ქვეყნის სათავეში მოვიდოდა, დასცინოდა, მოქმედი პრემიერი კი, „პატარა ბიჭივით იყო ატუზული მაგიდის გვერდზე ამერიკის პრეზიდენტთან“.

„დღეს ტრამპი მხოლოდ უკრაინაზე საუბრობს, რომ უკრაინის დესტაბილიზაცია უნდა შეჩერდეს, ჩვენ კი, მხარდამჭერები აღარ გვყავს, მხოლოდ ფორმალურ დონეზე დაგვრჩა. ტრამპს ბიძინა ივანიშვილი ეძახდა აფერისტს. ამბობდა, რომ მისი პროექტი არის დიდი აფიორა ბათუმში. ივანიშვილის მომხრეები მუდმივად ღლიცინებდნენ, რომ ტრამპი უფრო ღარიბია, ვიდრე ივანიშვილი. ამოიღეთ ვიდეო კადრები, მთელი ელიტა ტრამპის სახელს ფეხქვეშ თელავდა. ეს არის ის პრეზიდენტი, რომლის პროექტები შეაჩერეს და მან და მისმა მხარდამჭერებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. გვერდზე რომ დაიყენა კვირიკაშვილი, სხვათა შორის მისი სახელიც კი არ მახსოვს, იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა, სირცხვილის გრძნობა არავის ჰქონდა?! პატარა ბიჭივით რომ იყო ატუზული მაგიდის გვერდზე. ამერიკის პრეზიდენტი ელაპარაკებოდა და ეს უხაროდათ, რომ ერთი წუთით დაიყენა მაგიდის გვერდზე სურათის გადასაღებად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics