|
2015-04-22 14:52:37, 661 ნახვა
სამართალი
მთავარ პროკურატურაში გულუას სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ ხელმძღვანელს კითხავენ
მთავარ პროკურატურაში გულუას სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ ხელმძღვანელს, ზურაბ ქაჯაიას, კითხავენ. დაკითხვაზე შესვლამდე ქაჯაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გაახმაურა, თუ რა საქმეზე აქვს გამოძიებას მასთან კითხვები. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მას აფრასიძეების საქმეზე კითხავს. ამასთან, როგორც დაკითხვამდე ზურაბ ქაჯაიამ განაცხადა, უკრაინაში დაღუპული სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით გუშინ გაფრენას აპირებდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა. ადვოკატის ინფორმაციით, ის ჯერ კიდევ გუშინ აეროპორტიდან პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც გვიანობამდე იკითხებოდა. მისივე განმარტებით, ზურაბ ქაჯაია დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფება. შეგახსენებთ, 2004 წლის 24 მარტს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას მამა -შვილი- ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაიღუპნენ. სპეცოპერაციისას ასევე ძმები გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს, რომლებიც 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდნენ. ციხის დატოვების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ სამართლიანობას აღადგენდნენ.საქმის გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)