12:20 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 13:58:48, 2728 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
კობახიძე: მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც კი შეიძლება სახელმწიფოს და მოსახლეობას აწუხებდეს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც კი შეიძლება სახელმწიფოს და მოსახლეობას აწუხებდეს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიური დისკუსიები აქვს. 

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორმატში პროგრესი იქნება მიღწეული. 

„მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც შეიძლება აწუხებდეს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას, აქედან გამომდინარე როგორც მთავრობა ისე პარლამენტი, რა თქმა უნდა, მოწოდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად. ამისათვის პირველ რიგში ყველა საერთაშორისო ფორმატი და მექანიზმი გამოიყენება. ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები, დისკუსიები ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და ამ ფორმატში იმედი გვაქვს, რომ მიღწეული იქნება პროგრესი“,- აღნიშნა კობახიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics