|
2017-07-09 10:05:16, 2306 ნახვა
სამართალი
შსს-ს თანამშრომლებმა 5 დაკარგული ტურისტი შატილის ხეობიდან გამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, 5 უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხაებაშია აღნიშნული, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შატილის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტურისტებს გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და ისინი დახმარებას საჭიროებდნენ. „უცხოელთა 17 კაციანი ჯგუფიდან 5 ტურისტის პოვნა ვერ ხერხდებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაემართა. რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება ვერ მოხერხდა და მაშველებმა დაკარგული ტურისტების ძებნა ქვეითად განაგრძეს. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ღონისძიებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. მაშველებმა ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს. ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ხუთივე უცხოელი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად ისინი, 17 კაციანი ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, თბილისში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დუშეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ 4 უცხოელი ტურისტი იპოვეს, რომლებსაც გზა აებნათ და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. ამჟამად ისინიც უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფერენებმა შატილის მიმართულებით დღეს რამდენიმე რეისი განახორციელეს და ადგილზე დარჩენილი 80-მდე ტურისტი ბარისახოში გადმოიყვანეს“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)