|
2017-07-08 17:15:56, 2498 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა ბულგარელ კოლეგას უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვალენტინ რადევს შეხვდა. საქართველოს შს მინისტრმა ბულგარელ კოლეგას უწყებაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ბულგარეთის შს მინისტრის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს შსს-ს მაღალტექნოლოგიურმა და მულტიფუნქციურმა ერთობლივი ოპერაციების ცენტრმა გამოიწვია და ამ მიმართულებით ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის განვითარების შესახებ იმსჯელეს და რეგიონულ ფორმატებში პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების პრიორიტეტები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა ბულგარეთის შს მინისტრს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებაც შესთავაზა. მსგავსი სამუშაო ჯგუფები საქართველოს შს სამინისტროს უკვე შექმნილი აქვს ევროკავშირის 11 წევრი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად. შეხვედრაზე ვალენტინ რადევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ბულგარეთის შს მინისტრმა საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სოფიაში მიიწვია და მისგან საპასუხო მიწვევა მიიღო.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)