|
2017-07-08 12:50:34, 2667 ნახვა
სამართალი
თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შსს-ს აჭარის სამმართველოს მიმართავს
ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული 45 წლის კობა ბაკურიძის ძმა, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს. როგორც ბაკურიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგულის ოჯახი რადიკალურ ზომებს მიიღებს. „მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს შემდეგი კითხვით , ჩემ ძმას ან ნებისმიერ ადამიანს ჩაედინა სისხლის სამართლის დანაშაული ანბანის კოშკთან ან თუნდაც სანაპიროს სხვა ადგილას სადაც სათვალთვალო კამერები დგას, ამ შემთხვევაში თქვენ ხომ ოპერატიულად მოახდენდით რეაგირებას და მტკიცებულების სახით დაკავების საფუძველს გამოიყენებდით ზუსტად სათვალთვალო კამერებზე აღბეჭდილ კადრებს?! და ამ შემთხვევაში როცა იცით და თავად გაქვთ აღძრული საქმე რომ ადამიანი დაკარგულია , ასევე გაქვთ ამოღებული მხოლოდ ერთი ფირი სადაც ჩანს როგორ მივიდა ანბანის კოშკთან ავტომანქანით და გადმოვიდა.... რატომ არ მიყევით ბოლომდე კვალს სად როგორ და რა დროს მოძრაობდა სანაპიროზე? 3 ივლისის შემდეგ რა პროცედურებს ელოდებით რომ ამოიღოთ ფირები? დღის ბოლომდე თუ ოჯახს არ ექნება ეს ჩანაწერები მაშინ რაც მოხდება პასუხისმგებლობა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე დაგეკისრებათ თქვენ... გვფარავდეს უფალი ! იმედია ყველაფერი კარგად იქნება!“, - წერს ბაკურიძე. ცნობისთვის, კობა ბაკურიძეს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)