|
2017-07-07 22:08:47, 2492 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლო: ფირცხალავა გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა და სხდომა მისი დაკითხვის გარეშე დასრულდა
ირაკლი ფირცხალავა გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა და პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფირცხალავას მდგომარეობის გათვალისწინებით, სხდომა პირის დაკითხვის გარეშე დასრულდა. „თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით ირაკლი ფირცხალავას მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ფირცხალავამ უარი განაცხადა მოწმის სახით გამოკითხვაზე. ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დახურული სასამართლო სხდომა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში გაიმართა. სხდომის გახსნისთანავე დასაკითხმა პირმა სასამართლოს განუცხადა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას უკვე მეოთხე დღეა მიმართავს და ადვოკატის გარეშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ირაკლი ფირცხალავას მიეცა ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება მისი ადვოკატით უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ მოწმის სახით დასაკითხი პირი შეუძლოდ გახდა და პირველადი სამედიცინო დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხდომა პირის დაკითხვის გარეშე დასრულდა“,-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)