|
2017-07-07 17:47:21, 938 ნახვა
სამხედრო
ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში გამართულ კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. უწყების ინფორმაციით, დღეს, სამთო მომზადებაში მონაწილე სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. კურსის პრაქტიკული ნაიწლის გავლსი შემდეგ მონაწილეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდათ. საბაზისო კურსის დასრულების შემდეგ კი, მათ მომავალ წელს შუალედური კურსის გავლის შესაძლებლობა აქვთ. აშშ-ის, ლატვიის, პოლონეთის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ისინი სოფელ კაცხში კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვებისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის საჭირო ტექნიკას გაეცნენ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2 400 მეტრის სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავდა. (NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)