|
2017-07-07 17:10:27, 2407 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ჩაბუქის ადვოკატი: გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრებთ - ექსტრადირების პროცესი შეჩერებული იქნება
დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარს, საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც ადვოკატმა განმარტა გასაჩივრების პროცესში, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების პროცესი შეჩერებული იქნება. "ლტოლვილთა და გასახლების სამინისტროში გადმოგვცეს გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსი მინიჭებაზე. დეტალურად გავეცნობით ამ გადაწყვეტილებას და ვრცელ კომენტარს გავაკეთებთ ორშაბათს. ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრებთ. იმ დროის განმავლობაში, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების პროცესი შეჩერებული იქნება. ეს საქმე იღებს საერთაშორისო მასშტაბებს და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული დაფიქრება ექსტრადირების თაობაზე", - აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა. მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქთან ერთად ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი მის ოჯახსაც უთხრეს. შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. უარის ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა სამინისტრო განმარტებას დღეს 20:00 საათზე გააკეთებს.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)