|
2017-07-07 14:55:51, 2467 ნახვა
სამართალი
პროკურორი: საპატრიარქოს ოქრომჭედლებმა განმარტეს, რომ ციანიდი პრაქტიკაში არასდროს გამოუყენებიათ
პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ სასამართლოს ოქრომჭედლები, რომლებიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამზადებენ ოქროს სამკაულებს. გუბელაძის თქმით, მათ განმარტეს რომ არასდროს პრაქტიკაში არ გამოუყენებიათ არც ნატრიუმის და არც კალიუმის ციანიდი. „შესაბამისად ბრალდებულის განმარტებები, რომ თითქოს ოქრომჭედლებისათვის სჭირდებოდა ვინმე პიროვნებას ნატრიუმის ან კალიუმის ციანიდი არ დადასტურდა. მათ თქვეს, რომ ციანიდი არასდროს გამოუყენებიათ, არაფერში სჭირდებათ. არც არავისთვის მოუთხოვიათ და არც არავის უთქვამს რომ ნატრიუმის ციანიდს მოგიტან და ოქროს რაიმე სამაჯური დაგვიმზადე", - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ. ამასთან, პროკურორის თქმით, დღეს დაიკითხა შორენა თეთრუაშვილის ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ გველის შხამი მალამოს დასამზადებლად არასდროს გამოუყენებია. "ბრალდებული განმარტავდა, რომ თითქოს სჭირდებოდა გველის შხამი, რათა მკურნალობა გაეწია თეთრუაშვილისთვის. დაიკითხა კონკრეტული ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ არასდროს გველის შხამი მედიკამენტის, მალამოს დასამზადებლად არ გამოუყენებია. არც შორენასთვის უთხოვია, რომ მოეტანა. შესაბამისად შორენა თეთრუაშვილი არ სთხოვდა ბრალდებულს, რომ გველის შხამი მიეტანა მისთვის მალამოს დასამზადებლად", - განაცხადა გუბელაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)