|
2017-07-07 14:34:55, 2233 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი მალტის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, დოქტორ მიქაელ ფარუჯიას შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე, უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა. დოქტორ მიქაელ ფარუჯიას თქმით, მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი სავიზო რეჟიმი სწორედ მალტის პრეზიდენტობის დროს მიიღეს. საქართველოს შს მინისტრმა მალტელ კოლეგას უწყებაში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში, შესაბამის უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადება შესთავაზა. მსგავსი სამუშაო ჯგუფები საქართველოს შს სამინისტროს უკვე შექმნილი აქვს გერმანიის, ავსტრიის, დანიის, ფინეთის, შვედეთის, იტალიის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების შს სამინისტროებთან ერთად. დოქტორ მიქაელ ფარუჯიამ საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ვალეტაში მიიწვია და მისგან საპასუხო მიწვევა მიიღო. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)