23:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 21:43:03, 2211 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ სანაპირო ზოლზე არსებულ ბანერებს და ამკრძალავ ზოლებს, არ გაცდნენ მაშველთა პატრულირების არეალს და არ შევიდნენ წყალში ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე.

„ასევე, ყურადღება მიაქციონ ბავშვებს და მოზარდებს. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს. თავი შეიკავონ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი და ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი პირობები უსაფრთხო ცურვისთვის.

შავ ზღვაში დღეს 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. მაშველებმა, ბათუმის სანაპიროსთან ზღვაში 14 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორი კი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირი იყო“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

მათივე ცნობით, გრძელდება 45 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები, რომელიც 2 დღის წინ, სავარაუდოდ, ზღვაში დაიკარგა.

საშტორმო მდგომარეობის გაუქმებას ზეგიდან ვარაუდობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics