07:14 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 19:31:59, 2516 ნახვა

სამართალი
შსს-მ ინდოეთის ორი მოქალაქე არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს.

გამოძიება  გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს „იმედის დილაში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარკეთილში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და მათ ფოტოები გადაუღეს. აღნიშნული მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics