17:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 17:08:27, 379 ნახვა

პოლიტიკა
იაპონიაში საქართველოს სახელი „გურუჯია“-ს მაგივრად ოფიციალურად „ჯორჯია“ გახდა

იაპონიაში ხვალიდან საქართველოს ოფიციალური სახელწოდება „ჯორჯია“ (jyo-ji-a) იქნება.

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა (ქვედა) პალატამ მ.წ. 14 აპრილს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ოფიციალური დასახელება იაპონურად „გურუჯია“-ს მაგივრად „ჯორჯია“-თი შეიცვალა.

ცნობისთვის, 2009 წელს ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილება იაპონიის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2014 წლის შემოდგომაზე მიიღო და ცვლილება დასამტკიცებლად იაპონიის საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ გადაწყვეტილება პირველად იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე გაახმოვანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics