|
2017-07-04 13:20:29, 2461 ნახვა
ეკონომიკა
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ყატარში ექსპორტზე ქართული პროდუქცია გავიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულების ფარგლებში ქართულმა კომპანია „იუვის ბერის“-მა (Uvie's berries) ლურჯი მოცვი, პომიდორი, ქინძი, ოხრახუში, კამა და სხვა სახის მწვანილი ყატარში ექსპორტზე გაიტანა. მიმდინარე წლის ივნისში ყატარში ახალი ექსპორტიორი ქვეყნების და კომპანიების მოძიების საჭიროება გაჩნდა, რაც განსაკუთრებით საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შეეხო. ყატარის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოს საელჩოს ყატარში პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებაში დახმარებისთვის მიმართეს. სწორედ ამ მიზნით, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ 100-ზე მეტ კერძო კომპანიას, საქართველოს საელჩოს ყატარში მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ და გააცნეს ის პირობები და მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფო აქტიურად ეხმარება ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაში. სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში“ შეთავაზებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან მცირე დროში, მოხერხდა ყატარის მხარესთან რამდენიმე ქართული კომპანიის აქტიური მოლაპარაკებების წამოწყება. როგორც აღვნიშნეთ, კომპანიამ „იუვის ბერის“-მა ყატართან მოლაპარაკების ფარგლებში წარმატებით გააფორმა კონტრაქტი ყატარის ჰიპერმარკეტების ქსელთან „Lulu”-სთან, სადაც უკვე მოცვის, ბოსტნეულისა და მწვანილის ექსპორტს ახორციელებს.
(NS)
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)