|
2017-07-04 12:55:49, 2619 ნახვა
სამართალი
გიორგი მამალაძის ადვოკატი: იარაღზე ბრალდებულის შემხებლობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა არ ჩატარებულა
მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცველის, ეკა ლომიძის განცხადებით, ამ დროისთვის ე.წ. ციანიდის საქმეზე ხუთი ექპერტია დაკითხული. მისივე თქმით, მათ შორის არიან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, რომლებმაც დეკანოზის სახლიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე ექსპერტიზა ჩაატარეს. ლომიძის განმარტებით, იარაღზე ჩატარებული მხოლოდ ვარგისიანობის ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ არ ჩატარებულა იარაღზე ბრალდებულის შემხებლობასთან დაკავშირებული ექსპერტიზა. „როდესაც საგამოძიებო ორგანოები არ ინტერესდებიან, არის თუ არა იარაღზე იმ ადამიანის კვალი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული იარაღის შენახვაზე, ეს კითხვის ნიშანს აჩენს - არის თუ არა მართლა სხვისი, რატომ ინახებოდა მამალაძის სახლში, რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა, იყო თუ არა შესაბამისი ხელის კვალი, დეენემი ან ანაბეჭდი აღნიშნულ იარაღზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ადმიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძე, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს ადვოკატირებას წევს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, საერთო ჯამში, პროკურატურა 20-ზე მეტი ექსპერტის დაკითხვას გეგმავს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)