|
2017-07-03 17:00:02, 2233 ნახვა
სამართალი
ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა არაკონკურენტულ გარემოში მოხდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის საბჭოს არ აქვს გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ სასამართლოს თავმჯდომარე. მისივე თქმით, საბჭოს შესთავაზა, დროებით, რამდენიმე თვით მიენიჭებინათ ვასილ მშვენიერაძისთვის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება და პარალელურად საბჭოს ემუშავა თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურებზე, რათა შეექმნა კონკურენტული გარემო. „ისე რომ მოსამართლეებს ყველას მისცემოდა შესაძლებლობა, მიეღო კონკურსში მონაწილეობა, მხოლოდ ერთ კანდიდატურაზე გვქონდა მსჯელობა. ეს არ არის ბუნებრივია კონკურენტული გარემო, აუცილებლად ყველა მოსამართლეს უნდა მივცეთ საშუალება, კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე“,-აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა. ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დაასახელა, ასევე, მხარი არ დაუჭირა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩია. ის ამ პოზიციაზე დღეიდან იქნება დანიშნული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)