18:19 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 12:04:19, 2041 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ.

პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მმართველი გუნდი მათ მხოლოდ „ხმების მოსაპოვებლად იყენებს“.

„როდესაც ხმები გჭირდებათ, მხოლოდ მაშინ გახსენდებით, დადიხართ და მათხოვრობთ. სხვა შემთხვევაში ხალხის ბედი არ გაინტერესებთ. ჩვენ ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას. არც იმას დავუშვებთ, რომ ქალაქის მერად კახი კალაძე დაინიშნოს. როდესაც ის ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა, არც ერთხელ არ იკადრა და არ მოვიდა ჩვენთან შესახვედრად“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქცია შეძახილების ფონზე მიმდინარეობს - „რა დაგიშავეთ“, „გამოდით ჩვენთან შესახვედრად“.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მთაწმინდაზე, კახი კალაძის ოფიციალურ წარდგენაზე მისვლას აპირებენ, რომელიც საღამოს 8 საათზეა დაგეგმილი.

ცნობისთვის, პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics