18:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 15:41:54, 1901 ნახვა

საზოგადოება
თბილისს დასუფთავების ახალი მანქანები ეყოლება

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი ტექნიკა შეიძინა. დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება და მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს. 

29 ერთეული მძიმე ტექნიკიდან კონტრაქტორმა კომპანიამ 15 მანქანა შპს „თბილსერვის ჯგუფს“ უკვე  მიაწოდა. სექტემბრის შუა რიცხვებამდე კი ქალაქში, ეტაპობრივად, დარჩენილი ნაწილიც შემოვა.

ახალი ტექნიკის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელები და თანამშრომლები დაესწრნენ. 

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ძალიან სანიმუშო და სუფთა ქალაქი, თუმცა ახალი ტექნიკის  გამოყენებით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო  მეტად დალაგებული და მოწესრიგებული დედაქალაქი გვქონდეს. შევიძინეთ რა 29 ერთეული  ტექნიკა,  პირველი პარტია უკვე მივიღეთ და შემდგომ ორ თვეში მივიღებთ, ასევე, დანარჩენ მანქანებსაც, რითაც  კიდევ უფრო გაუმჯობესდება ჩვენი ავტოპარკი, კიდევ უფრო უკეთესი აღჭურვილობა გვექნება იმისათვის, რომ უკეთესი, მოწესრიგებული და დალაგებული ქალაქი გვქონდეს,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics