|
2017-06-30 11:19:43, 869 ნახვა
სამხედრო
იზორია: ჩვენ ვრჩებით და ვაძლიერებთ ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ჩვენს კონტრიბუციას
ბრიუსელმა, ნატოს შტაბ-ბინაში მორიგ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბელგიის სამეფოში მინისტერიალზე დასასწრებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფება. უწყების ინფორმაციით, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ ყურადღებას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის, როლზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება და ინარჩუნებს ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას. „870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე საერთაშორისო მისიის ფარგლებში ავღანეთში მსახურობს. ჩვენ იგივე რაოდენობით გავაგრძელებთ მომავალშიც ამ კონტრიბუციას, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე უზრუნველვყოთ. დღეს გლობალურ სამყაროში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს ნიშნავს და განსაკუთრებით ნატოს ეგიდით ამ ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას, ნატოსთან მეტ თავსებადობას“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. ლევან იზორიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრები შვედ და ფინელ კოლეგებთან - პიტერ ჰულტქვისტთან და იუსი ნიინისტოსთან გამართა, სადაც გადაწყდა, რომ ორივე მინისტრი საქართველოს სექტემბერში ეწვევა. ნატოს შტაბ-ბინაში ლევან იზორია ლიტვის თავდაცვის მინისტრს რაიმუნდას კარობლისსაც შეხვდა. ლიტველი კოლეგის მიწვევით, ლიტვის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიგეგმა. (NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)