|
2017-06-30 11:05:08, 2371 ნახვა
ეკონომიკა
შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნით არის დაინტერესებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნითაა დაინტერესებული. მისივე თქმით, კომპანიის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან ერთად დღეს ხელს მოაწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობას შეისწავლის: „მინდა, ვისაუბრო Stadler Rail AG-ის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივასთან დაკავშირებით. დღეს კომპანიის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან ერთად ხელს აწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია შეისწავლის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობას. კომპანიას გააჩნია განზრახვა, რომ საქართველოში გახსნას ვაგონშემკეთებელი ქარხანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დონის კომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის მიმზიდველი ისეთი მაღალი პროფილის და რეპუტაციის კომპანიებისთვის, როგორიც არის „შტადლერი“. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)