08:47 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 20:39:44, 2139 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა - „ჩაქუჩის დარტყმის არავითარი სურვილი და ხასიათი არ მაქვს“

პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. 

მანამდე სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. სხდომის ჩაშლა გამოიწვია დეპუტატის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებამ, რომ სესიაზე რეგისტრაცია 87 დეპუტატმა გაიარა, სხდომას კი, 71 დეპუტატი დაესწრო. 

პალრამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრა აღარ ჩატარდება.

„მართალი გითხრათ არ მოველოდი. ეჭვი, რომ რამდენიმე დეპუტატი აკლია, დადასტურდა. არამგონია საჭირო იყოს, დამატებითი რეგისტრაციის ჩატარება. დარბაზში ხალხის დიდი რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ დეპუტატებმა სხდომა უნდა დატოვონ, იმ იმედად, რომ კოლეგები დარბაზში არიან. მოვილაპარაკეთ და ვფიქრობთ, რომ საპროცედურო კომიტეტმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. კენჭისყრები ხვალ გაგრძელდება. 12 საათისთვის ყველას გთხოვთ იყოთ სხდომათა დარბაზში. სხდომას დახურულად ვაცხადებ, ჩაქუჩის დარყმის გარეშე, რადგან ამის არანაირი სურვილი და ხასიათი არ მაქვს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს კანონში შესატან რამდნეიმე ცვლილებას კენჭი ეყარა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics